თსუ იურიდიული ფაკულტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის (IES) ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ევროპისმცოდნეობა“ დოქტორანტ აითან ჰაჯიევას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება 30 ოქტომბერს, ორშაბათს, 12:00 საათზე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის შუმანის აუდიტორიაში.
სადისერტაციო ნაშრომის თემა: "Minority Gender and Ethnicity in Georgia’s European Integration Way: Socio-Political Participation of Ethnic Azerbaijani Women in Georgia").
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. დოქ. ნინო ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი.